იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

28-11-2024 16:47
კატეგორიები: რეგიონი

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ზემო იმერეთში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება.

მაღალმთიან სოფლებში მოსული უხვი თოვლის გამო მოქალაქეებს გადაადგილება ჰქონდათ შეზღუდული.

“მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.

უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.

უხვმა ნალექმა და უამინდობამ იმერეთში გარკვეული პრობლემები შექმნა ელექტრო ენერგიის მიწოდების კუთხითაც.

სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა”, - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

რეგიონში ელექტროენერგია ამ ეტაპზე არ მიეწოდება 70 680 აბონენტს.

პოსტი ნახა: 333


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!