პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა

პარლამენტში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე მოიხსნა

6 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ.

„პარლამენტის სასახლეში მოქმედი უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 25 ნოემბრიდან მოქმედებდა, 28 ნოემბრის 14.00 საათიდან, გაუქმებულია.

პარლამენტში გამართულ ღონისძიებებზე მასმედიის წარმომადგენლებს და ვიზიტორებს შეზღუდვა აღარ შეეხებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 47


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!