ინდოეთში, რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ინდოეთში, რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

29-01-2025 18:14
კატეგორიები: მსოფლიო

ინდოეთში, ქვეყნის უდიდეს რელიგიურ ფესტივალზე მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა და შესაძლოა, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. ამასთან, დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, მომლოცველთა დიდმა ჯგუფმა პოლიციის ბარიერების გადალახვა სცადა წმინდა ადგილას მისასვლელად, სადაც განბანვის ცერემონია მიმდინარეობდა, შემდეგ კი, ადამიანთა ნაკადმა მდინარის ნაპირას მძინარე ადამიანებს გადაუარა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მომხდარის შესახებ მწუხარება გამოთქვა.

„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ დაზარალებული ოჯახების მიმართ და ვლოცულობ დაშავებულთა სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, – აღნიშნა მოდიმ.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მუდმივ კონტაქტშია უტარ-პრადეშის შტატის მთავრობასთან.

როგორც მედია წერს, ფესტივალზე 100 მილიონამდე მომლოცველს ელოდნენ. დილის 10:00 საათისთვის უკვე 36 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა წმინდა განბანვის რიტუალში. მომხდარის გამო დღის მთავარი ცერემონია გადაიდო. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

პოსტი ნახა: 310


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე