ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში 4-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია სრულდება

29-01-2025 17:37
კატეგორიები: რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, კოსტავას ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოსტავას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2 578 435 ლარია.

„გზასთან და სანიაღვრე არხებთან ერთად, პროექტი მოიცავს ეზოებთან მისასვლელების მოწყობას. მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობისა და გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ნარჩენების შემგროვებელი კონტეინერების განთავსების საკითხი, რომლის მოსაგვარებლადაც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 97


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!