ირაკლი კობახიძე - ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა - მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს

ირაკლი კობახიძე - ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა - მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს

17-01-2025 18:03
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელ თავმჯდომარეს, ჯიმს რიშს მოუწოდებს, საკუთარი შეხედულებები გადააფასოს.

„ჯიმ რიში თავის დროზე სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან მეგობრობდა. მინდა, მას მოვუწოდო, გადააფასოს საკუთარი შეხედულებები, თუ ამის რესურსი აქვს - ერთადერთი ესაა, რაც შემიძლია ვუთხრა ბატონ რიშს“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოთი იმედგაცრუებულები არიან.

რიში იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო გახდება დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია.

პოსტი ნახა: 530


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე