ირაკლი ფავლენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია, მიიღოს ლეგიტიმაცია, ამ სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურ ოპოზიციურ ძალად, ის გახდება სისტემური ოპოზიცია

ირაკლი ფავლენიშვილი - თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის მაშველი რგოლია, მიიღოს ლეგიტიმაცია, ამ სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურ ოპოზიციურ ძალად, ის გახდება სისტემური ოპოზიცია

7 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 193

თვითმმართველობის არჩევნები ივანიშვილისთვის არის მაშველი რგოლი, რაიმენაირად მიიღოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ, ამიტომაც, ვინც იქნება ამ მაშველი რგოლის სტატუსის შემსრულებელი, შეუძლებელია აღქმული იყოს რეალურ ოპოზიციურ ძალად. ის გახდება სისტემური ოპოზიცია და იქნება ივანიშვილის სისტემის მიერ შთანთქმული , - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების სავარაუდო მონაწილეობაზე.

მისი შეფასებით არჩევნებში ვინც მონაწილეობას იღებს ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან.

„რაც შეეხება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, როდესაც ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა, არსებობს თამაში წესები, რომელიც არის ანტიკონსტიტუციური, ამ თამაშის წესებზე თანხმობა ნიშნავს, სწორედაც რომ კაპიტულაციას და ივანიშვილის ამ დიქტატურული კანონების და სისტემის აღიარებას.

როდესაც ქვეყანაში კონსტიტუციური პრინციპები ფეხქვეშ გათელილია და როდესაც სისტემის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის არ გახლავთ ლეგიტიმური არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მისთვის ე.წ. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამ სიტუაციაში, ფაქტობრივად, არის ერთადერთი მაშველი რგოლი. ამიტომაც, სინამდვილეში პირიქით არის კაპიტულაცია, ვინც მონაწილეობას იღებს, ის იქნება კაპიტულანტი ოპოზიციის მხრიდან. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ საარჩევნო პროცესზე, სადაც იმ სისტემის მიმართ რომელიც უფრო და უფრო რეპრესიული ხდება და სანდოობა არ არსებობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ისეთი ზომები მიიღეს, რომ მათ არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეეძლებათ, ყველა ამ საკითხის გათვალისწინებით იმის მოლოდინი, რომ საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობა უნდა გაზარდონ, მაშინ როცა საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და არ შეხვედი პარლამენტში, რა თქმა უნდა არის არაადეკვატური. მითუმეტეს, როდესაც ამაზე საუბრობ და კარგად იცი, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრების, რუსთაველზე შეკრებილი საზოგადოების პოზიცია, მათ შორის იმ ორი დიდი პარტიის პოზიცია, რომელმაც ივანიშვილისვე გაყალბებული არჩევნებით მიიღო ყველაზე მეტი ხმა. ამიტომაც, ეს ყველაფერი, მე მგონია, რომ არაგულწრფელი გახლავთ, ამ შემთხვევაში, ბატონი ხაზარაძე, როცა ამ ყველაფერს ამბობს,“ - განაცხადა ფავლენიშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე