ირაკლი ღარიბაშვილი: 29-ში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას

ირაკლი ღარიბაშვილი: 29-ში ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას

27-04-2024 06:15
კატეგორიები: პოლიტიკა

29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე, რომელ მხარეს არის სიმართლე და სად დგას ქართველი ხალხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ.

„რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა გუნდმა, ვინაიდან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი იმისა, რომ გამართულიყო ჩვენი პარტიის ასეთი შეკრება. ეს ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ. ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და ყოველთვის გაიმართება, აქ უჩვეულო არაფერია. პირიქით, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, თუ სად დგას სიმართლე. გამოჩნდება ძალიან მალე, რომელ მხარეს არის სიმართლე და სად დგას ქართველი ხალხი. ქართველი ხალხის ნებას ვერავითარი ძალა ვერ აღუდგება წინ. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ, იმიტომ რომ ის ხელმოცარული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, რომ მოკავშირეების დახმარებით აქ რაღაც დამატებითი ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და დამატებითი ქულები დაიწერონ, ვერაფერს გახდებიან. ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ სად დგას სიმართლე

ეს ასევე იქნება გზავნილი იმისა, რომ ქართველი ხალხი და ხელისუფლება ერთად არ დაუშვებენ ქვეყანაში არავითარ არეულობას, დესტაბილიზაციას და პროვოკაციებს. ჩვენ კარგად ვიცით, რა სურს მეორე მხარეს, რადიკალურ ოპოზიციას და რა სურდა - მათ სურდათ, რომ რევოლუცია მომხდარიყო ქვეყანაში. ბოლო 3 წელიწადში რევოლუციის მოხდენის სამი მცდელობა იყო. რა თქმა უნდა, ყველა ეს მცდელობა მათთვის დასრულდა კრახით. ასეთივე წარუმატებლობას და კრახს, სრულ ფიასკოს განიცდის - ჩვენი ხალხის მხარდაჭერით და უფლის შეწევნით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. არჩევნებს ძალიან ძლიერად მოვიგებთ და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პოსტი ნახა: 232


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!