მიხეილ სარჯველაძე - ფსიქიატრიული მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც

მიხეილ სარჯველაძე - ფსიქიატრიული მიმართულებით, უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც

6 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება

უახლოეს პერიოდში, ხელშესახებად გაუმჯობესდება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიაცა და ხარისხიც, ფსიქიატრიული მიმართულებით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სარჯველაძემ, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ საქართველოში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა, სამინისტრო, ამ მიმართულებით, ფინანსური რესურსის მობილიზებისა და ხარისხობრივი ინდიკატორების განსაზღვრით, სექტორის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავს.

„ვგეგმავთ, მზარდი და მდგრადი ფინანსური რესურსით დარგის უზრუნველყოფას. მაქსიმალური ყურადღება გამახვილდება ხარისხიანი სერვისებით უზრუნველყოფაზე, შედეგიანობაზე. ამასთანავე, დაიწყება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაცია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პოსტი ნახა: 54


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!