მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მერია - მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

27-11-2024 17:00
კატეგორიები: რეგიონი

სოფელ შულავერსა და წერეთელში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. პროექტირების ეტაპზეა ქალაქ მარნეულში დაგეგმილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

„თანამედროვე სტანდარტების მქონე, ენერგოეფექტური შენობები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. სამივე საბავშვო ბაღი 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ჯამში 550 ბავშვს მოემსახურება.

საბავშვო ბაღების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება 10 416 000 ლარია.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეტაპობრივად 10 საბავშვო ბაღი აშენდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 370


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!