პრეზიდენტი: ევროკომისიის დასკვნა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა, ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის

პრეზიდენტი: ევროკომისიის დასკვნა სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა, ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის

17-11-2023 03:00
კატეგორიები: პოლიტიკა

საქართველოს შესახებ ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე: როგორ განმარტავს იმ ფაქტს, რომ კომისიამ დადებითი დასკვნა გამოაქვეყნა, თუმცა ოფიციალური სტატუსის მისაღებად ბრიუსელის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი იყო სრულად შესრულებული მთავრობის მიერ - საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: „არცერთი ქვეყნის დასახელება არ მინდა, მაგრამ პრეცედენტები უკვე იყო“.

„ეს სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილებაა. ნეგატიური დასკვნა საჩუქარი იქნებოდა რუსეთისთვის და წაახალისებდა მას, გაეძლიერებინა ზეწოლა საქართველოზე, რომ ის ნაცრისფერი ზონა გახდეს და მოიპოვოს ის ქულები, რომელსაც უკრაინაში კარგავს. ეს ასევე არის ხალხის ევროპული სურვილის აღიარება. მეორე უარი იმედგაცრუება იქნებოდა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: ემუქრება თუ არა ეს პოზიტიური მოსაზრება პრორუსული მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ გაძლიერებას, რომელიც ევროპას 2024 წლის საკანონმდებლო არჩევნების წინ „საქართველოს ომში ჩათრევის“ სურვილში ადანაშაულებს, პრეზიდენტმა უპასუხა - „მოსახლეობას დიდი საბჭოთა წარსული აქვს და იცის, რას ნიშნავს ოფიციალური პროპაგანდა, ამიტომ გონიერია და შეინარჩუნებს სიფხიზლეს მომდევნო თვეებში. არ ვნერვიულობ“.

„ამ პოზიტიურ მოსაზრებას აქვს ერთი ფუნდამენტური ეფექტი: ის აიძულებს ხელისუფლებას დაიკავონ პროევროპული პოზიცია, რაც თვეების განმავლობაში არ მომხდარა. თუ ოპოზიციას, რომელიც დანაწევრებულია, სურს ისარგებლოს ამ ახალი სიტუაციით, მას სხვანაირად მოუწევს კამპანიის წარმართვა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოსტი ნახა: 234


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!