სოზარ სუბარი: მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი

სოზარ სუბარი: მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - იქ არის მისი ადგილი

17-11-2023 07:03
კატეგორიები: პოლიტიკა

ექიმები რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით - პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი[მიხეილ სააკაშვილი] იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, “ხალხის ძალის” წარმომადგენელმა სოზარ საუბარმა იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს პარლამენტში, სადაც ის „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

სუბარის თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ ჯანმრთელობას არ უჩივის, ეს მისი სატელევიზიო ეთერებიდანაც ჩანს.

„ე.ი. სასწაული უკვე მოხდა, კახექსია დაამარცხა იმ კაცმა, დემენცია დაამარცხა, ფსიქიკურ აშლილობათა მთელი სპექტრი დაამარცხა, გასტროენტეროლოგიური დაავადება, თუ რამე არსებობს მთელმა საქართველომ ისწავლა ამ კაცის მაგალითზე, ჯანმრთელია დღეს და უკვე რევოლუციებს აანონსებს და პოლიტიკაში აქტიურად ერთვება. ექიმების მოლოდინი, რას იტყვიან, ყველამ კარგად ვიცით. პოლიტიკაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დავაბრუნოთ ეს ადამიანი იქ, სადაც უნდა იყოს, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, იქ არის მისი ადგილი. ამ სიმძიმის დამნაშავე საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს და არც ჯანმრთელობას უჩივის, კარგად ვხედავთ მისი ყოველდღიური საეთერო გამოსვლებიდან თუ მუქარებიდან“, - განაცხადა სუბარმა.

პოსტი ნახა: 666


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!