ირაკლი კირცხალია: ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს დაარეგულიროს და ააწყოს მასთან სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები - ჩვენ ეს გავაკეთეთ

ირაკლი კირცხალია: ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს დაარეგულიროს და ააწყოს მასთან სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები - ჩვენ ეს გავაკეთეთ

ჩინეთი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორია თითქმის ყველასთან და ვისთანაც არ არის, ყველა ცდილობს მასთან დაარეგულიროს და ააწყოს სტრატეგიული სავაჭრო ურთიერთობები და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

„ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, შუა დერეფანში გეოპოლიტიკურად ისტორიული როლი გვენიჭება ისევ და ვხვდებით უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე. რა თქმა უნდა ჩვენ ჩინეთთან გვექნება კარგი ურთიერთობები, იმიტომ რომ ჩინეთთან კარგი ურთიერთობა და შუა დერეფანში გეოპოლიტიკურად სტრატეგიული როლი პირდაპირ კონვერტირდება ეკონომიკურ თავისუფლებაში, ეკონომიკურ მდგრადობასა და ეკონომიკურ სიძლიერეში, რომელიც ამავდროულად კონვერტირდება პოლიტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევიდა.

პოსტი ნახა: 144


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!