ირაკლი კობახიძე - ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ჰქვია, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა

ირაკლი კობახიძე - ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დასრულება ჰქვია, მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დასრულება და ამ „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც“, ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საზოგადოებისთვის დახმარების თხოვნას შეეხებოდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგია.

„ეს არის ალბათ, ბოლოდროინდელი მოვლენების შედეგი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და სურვილი იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობის" დასრულება და ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება არამხოლოდ შესაბამისი პარტიები, არამედ შესაბამის „ენჯეოებიც" და ვფიქრობ, ყველაფერი ვითარდება სწორი მიმართულებით. ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ იმ პირობასთან, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის“ დასრულება ამ ქვეყანაში. ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა დღეს არის ძალიან მძიმე, მთავარია, რომ პროცესები გაგრძელდეს ისე, როგორც ახლა გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოსტი ნახა: 88


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!