ირაკლი კობახიძე - გვაქვს საჯაროდ გაცხადებული სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-თან, მთავარია, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები

ირაკლი კობახიძე - გვაქვს საჯაროდ გაცხადებული სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-თან, მთავარია, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 111

ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-თან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავარია, რომ ურთიერთობების გადატვირთვის მიმართულებით გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები.

„მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ასე წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიტვირთოს ურთიერთობები აშშ-სთან. ასეთი ურთიერთობები ხელს უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მთავარია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე