ირაკლი კობახიძე - ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს

ირაკლი კობახიძე - ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენება იმასთან შედარებით, რასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 93

ახალაიების ოჯახს 4 ოქტომბრის ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული და გამოძიება დაადგენს ყველაფერს.

„რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო ძალადობა, ვგულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რა ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ გლდანის ციხეში. მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც გლდანის ციხეში აკეთებდნენ, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით აწამებდნენ პატიმრებს. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები რა თქმა უნდა, არ გვიკვირს. დანარჩენს დაადგენს გამოძიება. მათ შორის უცხოურ კავშირებთნ დაკავშირებითაც გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე