ირაკლი კობახიძე - გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ირაკლი კობახიძე - გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

14-12-2024 16:14
კატეგორიები: პოლიტიკა

ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული, მათ შორის, კონსტიტუციის დონეზე და ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ამისთვის, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ყველაფერი დანარჩენი განხილვის თემაა.

„ერთადერთი, რაც არ შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი არის ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ყველაფერი დანარჩენი, რა თქმა უნდა, განხილვის თემაა. ჩვენ გვაქვს „წითელი ხაზები“, მაგრამ ამასთან ერთად მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ ყაველაშვილის პოზიციაც. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. 2030 წლისთვის, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, - განაცხადა პრემიერმა.

პოსტი ნახა: 232


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!