ირაკლი კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე - ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

ირაკლი კობახიძე PACE-ს რეზოლუციაზე - ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 87

ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე,- ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს.

„ეს რეზოლუცია კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელიც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არის შექმნილი, მათ შორის კონკრეტული ჩანაწერებია, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არის მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე. ეს არის კიდევ ერთხელ იმ მდგომარეობის გამოხატულება, რაც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაში არის შექმნილი. აქედან გამომდინარე, ასეთ რეზოლუციებს არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება ქალბატონ ლიზას [იასკოს], მას აქვს სუბიექტური ინტერესი და გასაგებია მისი აქტიურობის მიზეზი“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რეზოლუცია სახელწოდებით: „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ მიიღეს. როგორც რეზოლუციის პროექტის ტექსტშია აღნიშნული, ასამბლეა ძალიან წუხს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად უგულებელყოფს მის შეშფოთებას და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ, რომლებსაც იზიარებს საერთაშორისო საზოგადოება.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე