ირაკლი კობახიძე - ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

ირაკლი კობახიძე - ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ

31-03-2025 14:03
კატეგორიები: პოლიტიკა

პრემიერ - მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნიან, 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, პირველი 3 წლის განმავლობაში სტარტაპერებისთვის ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს.

„ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ ვთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ, ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრებიან 0%-ით. ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი, ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე, საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ გარდაქმნას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას“,-განაცხადა კობახიძემ.

პოსტი ნახა: 303


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე