ქედაში, მანქანის მდინარეში გადავარდნის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

ქედაში, მანქანის მდინარეში გადავარდნის შედეგად, ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

31-03-2025 14:01
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 810

ქედაში სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

„ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

დაშავებულები ქედის კლინიკაში არიან მოთავსებული.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე