პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, იმ განცხადების შედგენაში, რომლის მიხედვითაც 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა მონაწილეობდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის პროტესტი, რაც ამ განცხადების გაჟღერებას მოჰყვა, ისედაც დაგეგმილი იყო და ამ განცხადების თქმის მიუხედავად აუცილებლად შედგებოდა.
„ამ განცხადების ტექსტის შედგენაში მთელი პოლიტსაბჭო მუშაობდა... რატომ არ შეწყდა პროტესტი არჩევნების შემდეგ? ეს ხომ ისედაც დაგეგმილი იყო. დღეს არ მოხდებოდა, მოხდებოდა 20 დეკემბერს. აუცილებლად მოხდებოდა. ეს იყო დაორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი, რაც ვიცოდით. რეალურად წინასწარ მოუწიათ იმის გასროლა, რაც უნდა გაესროლათ 20 დღით გვიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.