ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა - თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავეს

ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მოადგილეები დანიშნა - თამარ გაბუნია მინისტრის მოადგილის თანამდებობას აღარ დაიკავეს

03-12-2024 16:53
კატეგორიები: პოლიტიკა

ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ. მიხეილ სარჯველაძეს ოთხი მოადგილე ეყოლება - მისი მოადგილეები არიან: თეა გიორგაძე, გიორგი პატარიძე, ირინე წაქაძე და გიორგი ცაგარეიშვილი.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმებისსაფუძველზე, ჯანდაცვის მინისტრმა თამარ გაბუნია, მოადგილის თანამდებობაზე აღარ წარადგინა.

“სარჯველაძემ თამარ გაბუნიას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პანდემიის მართვის, ჯანდაცვის მიმართულებისა და პაციენტებისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების წარმატებით განხორციელებაში, მისი წვლილი აღნიშნა”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამარ გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. ის ჯანდაცვის მიმართულებას კურირებდა.

პოსტი ნახა: 377


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე