ირაკლი რუხაძე - ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს, ჩემ მიმართ სანქციებს არ ველოდები - რაც შეეხება ქვეყნის კურსს, სად არის შეცვლილი?! არ არის

ირაკლი რუხაძე - ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს ბიზნესს, ჩემ მიმართ სანქციებს არ ველოდები - რაც შეეხება ქვეყნის კურსს, სად არის შეცვლილი?! არ არის

26-09-2025 11:22
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 348

ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, რა თქმა უნდა დააზიანებს [ბიზნესს], - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დააზიანებს თუ არა ქართულ ბიზნესს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

ამასთან, განმარტა, რომ ის სანქციებს არ ელოდება.

„რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც არ მუშაობს და უტვინოა, დააზიანებს. რა თქმა უნდა, არ მუშაობს [სანქციები]. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა“,- აღნიშნა რუხაძემ პრემიერსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე.

კითხვაზე, რა მოხდება თუ გამკაცრდება სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, რუხაძე პასუხობს: „რატომ? რა დააშავა?! რატომ უნდა დაჯარიმდეს, რა დააშავა?!“.

ამასთან, მორიგ შეკითხვას, არის თუ არა შეცვლილი ქვეყნის საგარეო კურსი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რუხაძე პასუხობს: „არა, სად არის შეცვლილი?! რა თქმა უნდა, არ არის“.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე