ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - აშშ ირანზე საჰაერო დარტყმების შედეგებს ვერ გაექცევა

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - აშშ ირანზე საჰაერო დარტყმების შედეგებს ვერ გაექცევა

3 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 132

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ისრაელზე თავდასხმები გაგრძელდება და აშშ-ის საჰაერო დარტყმებს უპასუხებენ.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზები „დაუცველობის წერტილია“.

მათივე განცხადებით, აშშ-მა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საკუთარი თავი პირდაპირ „აგრესიის ფრონტის ხაზზე“ დააყენა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, ირანის ბირთვული პროგრამის თავდასხმით განადგურება შეუძლებელია.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ ვერ გაექცევა მისი საჰაერო დარტყმების შედეგებს და რომ ირანს ისრაელი ან აშშ ვერ შეაშინებს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მისი ოპერაციები მიმართული იქნება ისრაელის ინფრასტრუქტურის, სტრატეგიული ცენტრებისა და ინტერესების წინააღმდეგ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე