ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით მოსკოვში ჩაფრინდება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
არაღჩის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ორშაბათს გეგმავს.
მისი თქმით, აშშ-მა აჩვენა, რომ არ სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით ძალიან დიდი წითელი ხაზი გადაკვეთა.
„მათ მხოლოდ მუქარისა და ძალის ენა ესმით“, - აღნიშნა არაღჩიმ.