ირლანდია, ესპანეთი და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ

ირლანდია, ესპანეთი და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ

42 წუთის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 11

ირლანდია, ესპანეთი და ნიდერლანდები 2026 წლის ევროვიზიის კონკურსს ისრაელის მონაწილეობის გამო ბოიკოტს უცხადებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო აღნიშნული ქვეყნები სიმღერის კონკურსიდან ისრაელის გარიცხვას ითხოვდნენ.

ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის, Avrotros-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე რეალობაში კონკურსში მონაწილეობა შეუთავსებელია საზოგადოებრივ ღირებულებებთან, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ესპანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, RTVE-ის განცხადებით, მაუწყებლის დირექტორთა საბჭო ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში შეთანხმდა, რომ ესპანეთი ევროვიზიას გამოეთიშებოდა, თუ ისრაელი მონაწილეობას მიიღებდა. ცნობისთვის, RTVE-მ ისრაელის კონკურსიდან გარიცხვის მოწოდებები წამოიწყო და ფარული კენჭისყრის გამართვა მოითხოვა.

მაუწყებლის ცნობით, ორგანიზატორებმა უარყვეს RTVE-ს მოთხოვნა და აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება ზრდის უნდობლობას ფესტივალის ორგანიზაციის მიმართ და ადასტურებს მის გარშემო არსებულ პოლიტიკურ ზეწოლას.

როგორც „ბიბისი“ წერს, ევროვიზიის კონკურსს, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს სლოვენიამ და ისლანდიამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე