ისრაელში ირანის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის სამძებრო-სამაშველო ორგანიზაცია ZAKA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ბათ-იამში დაიღუპა, სადაც დარტყმა საცხოვრებელ შენობაზე განხორციელდა.
კიდევ ოთხი ადამიანი კი ჩრდილოეთ ქალაქ ტამრაში დაიღუპა, სადაც ასევე შენობები დაზიანდა.