მედია - აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა ლოზუნგით: „არა მეფეებს“

მედია - აშშ-ის ქალაქებში მილიონობით ადამიანმა დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა ლოზუნგით: „არა მეფეებს“

11 საათის წინ
კატეგორიები: მსოფლიო
პოსტი ნახა: 69

აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში, ლოზუნგით: „არა მეფეებს“, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა.

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები გაიმართა ნიუ-იორკში, ფილადელფიაში, ჰიუსტონსა და სხვა ქალაქებში, სადაც ტრამპის შესახებ კრიტიკული შინაარსის პლაკატებით შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს კანონმდებლებმა, პროფკავშირების ლიდერებმა და აქტივისტებმა.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია ლოს-ანჯელესში გაიმართა, სადაც ფედერალური შენობის მახლობლად მომიტინგეებსა და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა და დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ორგანიზატორების თქმით, აშშ-ის მასშტაბით გამართულ ასობით საპროტესტო აქციაში მილიონობით ადამიანი მონაწილეობდა.

საპროტესტო აქციები დაემთხვა დონალდ ტრამპის დაბადების დღეს. ასევე სამხედრო აღლუმს ვაშინგტონში, რომელიც აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე