იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 9 დეკემბრამდე სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა შეეზღუდათ

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 9 დეკემბრამდე სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა შეეზღუდათ

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 28

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს 9 დეკემბრამდე შეეზღუდათ სატელეფონო ზარები, პაემნები და მიმოწერა.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს.

ცნობისთვის, ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ.

შსს-მ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდების ბრალდებით 5 ოქტომბერს დააკავა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე