საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე პერფორმანსი მოაწყვეს. მათ მავთუხლართები და ზოლიანი სამოსი სიმბოლურად ძირს დაყარეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ადგილზე საქართველოს ჰიმნი ვიოლინოზე შეასრულა, რასაც იქ მყოფების ოვაციები მოჰყვა.
"ვერ დააპატიმრებ საქართველოს" - ასეთია აქცია-პერფორმანსის სახელწოდება, რომელსაც მოქალაქეები დღეს დედაქალაქის ცენტრში მართავენ. ადგილზე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სინდისის პატიმრების მშობლები.