ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

27-05-2025 15:54
კატეგორიები: სპორტი
პოსტი ნახა: 335

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ვილი სანიოლმა უახლოესი თამაშებისთვის 24 ფეხბურთელი გამოიძახა.

ოთხმა ფეხბურთელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევა პირველად მიიღო. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, დინამო თბილისის 16 წლის მცველი - საბა ხარებაშვილია. გამოძახებულთა შორის არიან გორის დილას მეკარე დავით კერესელიძე, უკრაინული კოლოსის ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე და ხორვატული ისტრა 1961-ის თავდამსხმელი გიორგი გაგუა.

ფარერის კუნძულებთან და კაბო-ვერდესთან მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს საქართველოს ნაკრები 31 მაისს, თბილისში დაიწყებს.

საქართველო - კაბო-ვერდეს თამაში ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი)

წყარო: Nakrebi.g



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე