ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის გარდაცავლების პირველი შემთხვევა დაადასტურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის გარდაცავლების პირველი შემთხვევა დაადასტურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირების და გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაადასტურა. H5N2 ვირუსი მექსიკაში 59 წლის მამაკაცს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ უცნობია, როგორ დაინფიცირდა ადამიანი, რადგან მათ არ ჰქონიათ ფრინველის ან სხვა ცხოველებთან კონტაქტის ისტორია. თუმცა, ვირუსი მექსიკაში ფრინველში აღმოაჩინეს.

ჯანმოს ინფორმაციით, პაციენტს ინფიცირების შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში, მომატებული ტემპერატურა, ღებინება, დიარეა და ჰაერის უკმარისობა აწუხებდა. სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებიდან ერთ დღეში პაციენტი გარდაიცვალა. ჯანმო და მექსიკის ჯანდაცვის სამინისტრო, საქმეზე მოკვლევას ატარებს.

მექსიკის ოფიციალური უწყების განცხადებით, პაციენტის გარდაცვალება, შესაძლოა, თანმდევი დაავადებების გამო მოხდა.

პოსტი ნახა: 457


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!