ჯო უილსონი - „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, აშშ-ს კი ბლოკავს - ტრამპი არ მოტყუვდება

31-05-2025 12:15
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 269

„ქართული ოცნების“ რეჟიმი „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს, - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„არალეგიტიმური „ქართული კოშმარის“ რეჟიმი აშშ-ს მოთხოვნებს უყენებს მაშინაც კი, როდესაც ის მრავალმილიონიანი კონტრაქტებით „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ მის ინფრასტრუქტურაზე კონტროლს ანიჭებს. ეჭვიც არ შეგეპაროთ, „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მისი თაღლითი თოჯინების მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, „ჩინეთის კომუნისტურ პარტიას“ შუა დერეფნის კრიტიკულ მინერალებზე წვდომას აძლევს, ამავდროულად კი, აშშ-ს ბლოკავს. პრეზიდენტი ტრამპი არ მოტყუვდება და შეურაცხყოფასაც არ მიიღებს“, - წერს ჯო უილსონი.

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე