ყაჩაღობის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელია დაკავებული - ბრალდებული ბათუმში, სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და გაიტაცა 2915 ლარი

ყაჩაღობის ფაქტზე შსს-ს თანამშრომელია დაკავებული - ბრალდებული ბათუმში, სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და გაიტაცა 2915 ლარი

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS რეგიონი სამართალი
პოსტი ნახა: 17
საქართველოს პროკურატურა ყაჩაღობის ფაქტზე შსს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსი დეტექტივის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
 
საგამოძიებო უწყების ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბათუმში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში საკანცელარიო დანის გამოყენებით თავს დაესხა მენეჯერს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის მუქარით გაიტაცა 2915 ლარი.
 
პროკურატურის განმარტებით, ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა და დანაშაული აღიარა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე