
"ჩემი აზრით, რეჟიმი უბრალოდ დროს წელავს. ამდენი თვეა ფეხს ითრევს პარტიების აკრძალვაზე მიუხედავად იმისა, რომ „ღალატის კომისია“ ამიტომ შექმნეს. რეალურად ხვდებიან, რომ არ არიან ახლა ისეთ პოლიტიკურ ფორმაში, რომ ეს მორიგი რეპრესიული ნაბიჯი განახორციელონ. იციან, რომ ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს ერთგვარი წითელი ხაზია იმიტომ, რომ ეს უკვე ოფიციალურად ნიშნავს ქვეყანაში ერთპარტიული დიქტატურის გაფორმებას.
დღევანდელი განცხადება ნამდვილად ასახავს იმ შიშს, რომელიც რეჟიმს აქვს ოპოზიციური გაერთიანებების მიმართ. დღესდღეობით, „ოპოზიციური ალიანსი“ არის ყველაზე ქმედითი ოპოზიციური ერთობა, რაც კი შექმნილა ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ორი ფაქტორია: ერთი, რეჟიმის შიში ოპოზიციური ერთობის მიმართ და მეორე, ისინი ცდილობენ დრო მოიგონ. ტექნიკურად მოუწევთ ამ სარჩელის გამოტანა და ახლის შეტანა, თუ ახალი პარტიების დამატებას გეგმავენ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.