შემოსავლების სამსახურის მორიგი ტყუილი

შემოსავლების სამსახურის მორიგი ტყუილი

პოსტი ნახა: 16

სრული სიცრუე აღმოჩნდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ 3 თებერვალს გავრცელებული განცხადება, სადაც შემოსავლების სამსახური ამტკიცებდა, რომ "თრიალეთის" ანგარიშებზე ორჯერ დადებული საინკასო დავალება მოხსნეს იმის გამო, რომ კომპანიის დავალიანება შემცირდა.

ხოლო, მესამე საინკასო დავალების შესახებ გავრცელებულ ტექსტში წერენ:  "ვინაიდან აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მხრიდან აღიარებული დავალიანების შემცირება არ მომხდარა, განცხადება საინკასო დავალების კვლავ გაუქმების შესახებ აღარ დაკმაყოფილდა".

ვაცხადებთ, რომ ახლა, როცა შემოსავლების სამსახურის მიერ ამოღებული თანხების შედეგად, დავალიანება ბევრად მეტად შემცირდა, ვიდრე წინა ორი ინკასოს გაუქმებისას, შემოსავლების სამსახური მაინც არ აუქმებს მოქმედ ინკასოს.

ამგვარად, მათი განცხადება მხოლოდ სიცრუეს ემსახურებოდა.

ინკასოს ორჯერ მოხსნა იყო მხოლოდ გაფრთხილება "თრიალეთისთვის", რომ თუ არ დავდუმდებოდით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდებოდა. დღეს კი მესამე ინკასოს მეშვეობით სრულდება სწორედ ეს ზეწოლა.

ვაცხადებთ, რომ შემოსავლების სამსახურის მოქმედებით სრულად განულებულია ჩვენი საბანკო ანგარიშები. ბოლო ინკასოს დადებიდან უკვე ორ თვეზე მეტი გავიდა, ხოლო მთლიანობაში ამოღებულმა თანხამ 70 000 ლარს მიაღწია.

ეს თანხა პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" არსებობას დიდი დრო აღარ უწერია.

ბოლო თვეებში თანამშრომლებს მოუწიათ ოთხი თვის განმავლობაში უხელფასოდ მუშაობა. კომუნალური და სხვა აუცილებელი გადასახადები გადავიხადეთ ნასესხები თანხით, ხოლო ამჟამად აღარ არსებობს მუშაობის გაგრძელების რესურსი

დღეს არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი - ადამიანების პირადი მხარდაჭერა.

მივმართავთ მოსახლეობას:   ჩაგვირიცხეთ მხოლოდ ერთი ლარი, რათა ხალხის მხარდაჭერით შევძლოთ არსებობის გაგრძელება.

ვიცით, რომ ადამიანებს თავადაც უამრავი პრობლემა აქვთ, მაგრამ, ვფიქრობთ, ერთი ლარის ჩარიცხვა ბევრისთვის შესაძლებელია.

სწორედ ამ მხარდაჭერით შევძლებთ გავაგრძელოთ მუშაობა თავისუფლად, მიუკერძოებლად და გავაშუქოთ საზოგადოების თავისუფალი აზრი.

გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ "რეგიონული მედიის მხარდამჭერი ფონდის"
(
საიდენტიფიკაციო კოდი: 405680106) ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი
ანგარიში: GE93BG0000000589287425

მადლობას ვუხდით ყველა მხარდამჭერს!



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე