კაია კალასი - მაგიდაზე კვლავ დავდებ სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ

კაია კალასი - მაგიდაზე კვლავ დავდებ სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ

12 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 392

ჩვენ დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ, ქვეყანაში სიტუაცია უარესდება. კვლავ დავდებ მაგიდაზე სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.

„ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას“, - აღნიშნა კაია კალასმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე