კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებაზე - ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ!

კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებაზე - ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ!

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 113

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე ანა წითლიძის განცხადებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება.

„ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ. როგორ შეიძლება ანა წითლიძის განცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას. „ქართული ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს დედაქალაქში. შენარჩუნებული იქნება სიმშვიდე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა გაგრძელდება“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე შეფასებით, „ოპოზიცია არ არსებობს“.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე