კახა კალაძე - ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ - დასწრება უფასოა

კახა კალაძე - ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ - დასწრება უფასოა

ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასწრება უფასოა.

„ისტორიაში პირველად მოვახერხეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, ხვალ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, თურქეთის ეროვნულ ნაკრებთან პირველი შეხვედრა აქვს. მე მინდა ჩვენს ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივარს წარმატება ვუსურვო.

ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში, თუმცა ბევრმა ვერ მოახერხა გამგზავრება და საქართველოდან უგულშემატკივრებს ჩვენს ნაკრებს. ჩვენ ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაში ვაჩვენოთ, დიდ ეკრანებზე.

ამ წუთშიც მიმდინარეობს სამუშოები, რომ ხვალისთვის 20:00 საათზე, ქართველ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია სივრცეში, დიდ ეკრანებზე ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრონ, რა თქმა უნდა, დასწრება უფასოა. გპირდებით სასიამოვნო გარემო იქნება, ყველას გეპატიჟებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოსტი ნახა: 154


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!