კახა კალაძე - თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება

კახა კალაძე - თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება

05-02-2025 16:55
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1055

თბილისში კიდევ 200-მდე ელექტროდამტენი დამონტაჟდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნით გამოცხადებული აუქციონები დასრულდა და გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდნენ.

„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. 2017 წლიდან რეფორმის განხორციელება დავიწყეთ სატრანსპორტო მიმართულებით. ერთ-ერთი კომპონენტი არის ელექტრომობილების წახალისება. ქალაქში დავიწყეთ ელექტროდამტენების მონტაჟი სხვადასხვა უბანში, თუმცა ეს არ არის საკმარისი, საჭიროა უფრო მეტი. შესაბამისად, გამოვაცხადეთ აუქციონები ქალაქის მასშტაბით, 200-მდე ელექტროდამტენის განთავსებაზე. გამოითქვა ძალიან დიდი ინტერესი ამ საკითხთან დაკავშირებით და აუქციონებში ბევრმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, დიდი კონკურენცია იყო. გვყავს გამარჯვებულები, რომლებიც ვალდებული არიან, ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში, საკუთარი ხარჯით უზრუნველყონ თითოეულ ლოკაციაზე ელექტრომობილის სწრაფად დასამუხტი „ჭკვიანი“ აპარატის განთავსება და შემდგომი 10 წლის განმავლობაში, მათი უწყვეტი ფუნქციონირება უზრუნველყონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ეს ყველაფერი კეთდება ელექტრომობილების წახალისების მიზნით. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც მხოლოდ ელექტრომობილების ნაწილით არ შემოიფარგლება. რეკრეაციული სივრცეების პროექტებს ვახორციელებთ, შემოვიღეთ რეგულაციები სამშენებლო ობიექტებზე, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რათა ეკოლოგიური მდგომარეობა იყოს გამოსწორებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა გრძელდება და მერია ამ მიმართულებით კიდევ არაერთ ნაბიჯს გადადგამს.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე