კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - დაკავებულია ორი პირი

კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - დაკავებულია ორი პირი

1 საათის წინ
კატეგორიები: RSS სამართალი რეგიონი
პოსტი ნახა: 21

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, მამაკაცს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე