ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებებით 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ

13-03-2026 14:03
კატეგორიები: RSS რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 309

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგოს გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ.

არსებული ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა გართულდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარის გამო, ხმაური იყო ექსპერტიზის ბიუროსთან. ახლობლები, ქალის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრხილებლობით მოსპობას გულისხმობს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე