გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. საკრებულოში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ, თუმცა სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. კერძოდ, მათივე თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ისინი სხდომის რეგლამეტის დარღვევაში დაადანაშაულა, რაზმაძის თქმით ამისთვის მათ თავჯდომარის ნებართვა სჭირდებოდათ.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება გორის საკრებულოში
14-02-2025 15:31
პოსტი ნახა: 675

წინა ახალი ამბავი
პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი ახალი ამბავი
ემანუელ მაკრონი - მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის

მსგავსი სიახლეები
19-02-2025 20:48