პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა

14-02-2025 15:11
კატეგორიები: სამართალი

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, დაკავებულებს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა), 2233 მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 2234 მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მუქარით, იძულებით, „ქურდული გარჩევით“ და თავიანთი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას ახორციელებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ფინანსური დავის „ქურდული გარჩევის“ გზით გადაწყვეტის მიზნით, მოდავე მხარემ „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართა, რომლებმაც ფინანსურ დავაში ჩართულ მეორე მხარეს თანხის გადახდა მოსთხოვეს.

სამართალდამცველებმა 5 ბრალდებული 11 თებერვალს დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოსტი ნახა: 467


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!