კიასტუტის ბუდრისი - საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება - განვიხილავთ საკითხებს სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული

კიასტუტის ბუდრისი - საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება - განვიხილავთ საკითხებს სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული

9 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 35

ლიეტუვის ინიციატივით, ვთავაზობთ ექვს პუნქტს თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება და ახლა სწორი დროა ამის გასაკეთებლად, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, კონკრეტულად რას ითვალისწინებს ლიეტუვის წინადადება, მინისტრმა უპასუხა: „მე მათ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ“.

„სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული“, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე