კიევში რიტორიკა ისტერიის ზღვარზეა და სიტუაცია კვლავ გაუარესდება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„მათთვის [კიევისთვის] სიტუაცია დღითიდღე უარესდება. სწორედ ამიტომ არის ასეთი ნერვიულობა, სწორედ ამიტომ არის ისტერიის ზღვარზე მყოფი ნერვიულობა. ვფიქრობ, სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, კიევმა იცის, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატების უზრუნველსაყოფად.
„მოლაპარაკებებში დიდი ხანია დადგა ის მომენტი, როგორც პუტინმა განაცხადა, როდესაც კიევში ვიღაცამ უბრალოდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. იდეაში, ეს უნდა იყოს ზელენსკი. და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს. მათ შესანიშნავად იციან, რა უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა პესკოვმა.