რუსეთის მიერ პოლონეთისა და ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევა აღმაშფოთებელი და უპრეცედენტოა, - ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევას.
„ეს რუსეთის მხრიდან უკიდურესად წინდაუხედავი ნაბიჯი იყო, რომელიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს პუტინის მიერ მშვიდობის აშკარა უარყოფას და იმ მუდმივ დაბომბვებს, რასაც უკრაინელები ყოველდღე განიცდიან“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
სტარმერის ცნობით, დღეს დილით პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს ესაუბრა და მხარდაჭერა დაუდასტურა.
„გულწრფელ მადლობას ვუხდი ნატო-სა და პოლონეთის ძალებს, რომლებმაც ალიანსის დასაცავად სწრაფად იმოქმედეს. პარტნიორებთან ერთად პუტინზე ზეწოლას გავაძლიერებთ იქამდე, სანამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ მივაღწევთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.