ქუთაისში, გვიან ღამით, მეხი კორპუსს დაეცა

ქუთაისში, გვიან ღამით, მეხი კორპუსს დაეცა

2 საათის წინ
კატეგორიები: რეგიონი შემთხვევა
პოსტი ნახა: 128

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, ქუთაისში, გვიან ღამით მეხი ჩამოვარდა და მრავალსართულიან კორპუსს დაეცა.

შემთხვევა ბუხაიძის #19-ში მოხდა.

ადგილობრივების თქმით, მეხი სახურავზე ლიფტის შახტის ჯიხურს დაეცა.

შენობაში ლიფტის ბაგირი დაზიანდა, ასევე  მოხდა წყლის ავზების მილების დახეთქვა, რის შედეგადაც წყალმა სადარბაზო დატბორა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები  მუშაობდნენ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე