კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები მივიდნენ

კლინიკა "ჰელსიკორში", სადაც პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, სამართალდამცველები მივიდნენ

2 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 157

კლინიკა “ჰელსი კორში”, სადაც მოძრაობა “რუსთაველის გამზირის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა ბურჭულაძეა გადაყვანილი, საპოლიციო ძალები მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია. მათ განმარტება არ გაუკეთებიათ, თუ რასთან დაკავშირებით შევიდნენ საავადმყოფოს შენობაში.

“არ მქონია მასთან კომუნიკაცია, არ ვიყავით ერთად და რომ გადმოიყვანეს, შემდეგ მოვედი. ახლა როგორც მითხრეს, ოთახში არის შესული სპეცრაზმი და სავარაუდოდ (გამოიყვანენ). ასეთი პრეცედენტი არა მგონია, მსოფლიოში სადმე ყოფილიყო, რომ სტაციონარიდან გამოეყვანათ”, - განაცხადა ლექსო ბურჭულაძემ, პაატა ბურჭულაძის შვილმა.

პაატა ბურჭულაძე კლინიკაში აქციიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადით გადაიყვანეს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე