თინა ბოკუჩავა - არ მომეწონა და არ მესიამოვნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა, დღესაც გაემიჯნა პროცესს

თინა ბოკუჩავა - არ მომეწონა და არ მესიამოვნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა, დღესაც გაემიჯნა პროცესს

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 142

"ძალიან არ მომეწონა და არ მესიამოვნა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელსაც ერთგვარი სპეკულაციური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ახლა თითოეულ განცხადებას იმისთვის, რომ რეჟიმმა ეს არ გამოიყენოს ოპოზიციისა და საპროტესტო საზოგადოების შიგნით შუღლის გასაღვივებლად. ახლა ამას ეცდება რეჟიმი, დამერწმუნეთ. დღესაც გაემიჯნა პროცესს... რა მარტივია, უკაცრავად, მეც რომ გამოვიდე და მეც გავემიჯნო პროცესს და ვთქვა, რომ არაფერი არ ვიცოდი, რას გეგმავდა პაატა ბურჭულაძე, თურმე გეგმა არ ჰქონია... ეს უნდა გავაკეთოთ დღეს ოპოზიციურმა ლიდერებმა? რაღაც წილი პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს, ვინც დღეს აქ ვდგავართ, მაგრამ მთავარზე გვაქვს ასევე პასუხისმგებლობა და მე პირადად ამაზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რასაც ყოველთვის ვამბობდი - ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ, სადაც ვამბობდი, 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, ბევრნი გამოვიდეთ და არ წავიდეთ რუსულ სპეცოპერაციაზე, რასაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, რომ არ მივცეთ ლეგიტიმაცია.

დღეს არაფერი არ მთავრდება, მაგრამ დამთავრდება იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს დავერევით, თუ ერთმანეთს დავჭამთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად დამთავრდება. ნიშნის მოგებით კი არ უნდა გვესაუბროს ახლა ან სალომე ზურაბიშვილი ან ნებისმიერი მათგანი. უნდა გავერთიანდეთ, გაერთიანების გარეშე ყოველთვის მოიგებს ივანიშვილი, ყოველთვის დაქსაქსავს ოპოზიციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე