„ეს არის საბჭოური მიდგომა, როდესაც არ უნდათ ლაპარაკი და კომუნიკაცია. რაც შეეხება ევროპას და დაკავშირებადობის საკითხს, ევროპა მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, რომ გაჭრას ახალი ხაზები ეკონომიკური თვალსაზრისით, თუ ობიექტურ ინტერესებზეა საუბარი. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა, სწორედ, დაკავშირებადობის კუთხით, თავისი ადგილმდებარეობიდან და გეოგრაფიული პოტენციალიდან გამომდინარე და როდესაც ასეთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს არ იწვევ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ მოქმედებს ევროპის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. ამის შედეგი არის ის, რომ ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს იყო 30 % და ჩამოსულია 17.5 %-მდე. ეს პროცესი გრძელდება, გრძელდება დეინდუსტრიალიზაცია, საწარმოები გადიან ევროპიდან, გერმანიაში მეორე კვარტალშიც დაფიქსირდა ეკონომიკური ვარდნა და ასეთ ფონზე ხელოვნურად, დამატებით ცდილობენ, რომ ევროპას ჩაუჭრან ეკონომიკური კავშირები. ეს აზიანებს ევროპის ინტერესებს", - განაცხადა პრემიერმა.
